RE/MAX-თან ერთად სწორ გზას ირჩევთ (With RE/MAX you choose the right way)
ყველა მომხმარებელს აერთიანებს საერთო სურვილი - ჰქონდეთ ადგილი, სადაც თავს შინ იგრძნობენ. უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვის პროცედურების გასავლელად ადამიანებს პროფესიონალთა რჩევა ესაჭიროებათ. მსოფლიოს ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერ დროს პროფესიონალი აგენტების მიერ უძრავი ქონების შეძენა-გასხვისების ათასობით გარიგება ხორციელდება.
ზემოთქმულის მიუხედავად, ბევრია შემთხვევა, როდესაც გარიგებები აგენტის ჩარევის გარეშე წარმოებს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებლებს აგენტის მომსახურების ღირებულება გაწეულ მომსახურებასთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ. RE/MAX-ის შემთხვევაში ამგვარ შეუსაბამობას ადგილი არ აქვს.
ადამიანის ცხოვრება მუდმივად ცვალებადია, სავსეა სხვადასხვა მოვლენით, ამიტომ ჩვენი აგენტები მუდმივ კავშირში რჩებიან კლიენტებთან, რათა ამ უკანასკნელების განახლებულ, სპეციფიურ მოთხოვნებს უპასუხონ. ჩვენი აგენტებისათვის კლიენტთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. RE/MAX-ის აგენტებს ყოველთვის შეუძლიათ მომხმარებელთათვის გარიგების საუცხოო ვარიანტების გამოძებნა, რაშიც მათ საკუთარი ბაზრის კარგი ცოდნა უწყობს ხელს.
ბრენდი, როგორც ძლიერი კაპიტალი (Premier Brand Equities)
RE/MAX ბრენდინგის სხვადასხვა სტრატეგიას ახორციელებს - გარე მარკეტინგი ხელს უწყობს ბრენდის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას, ხოლო შიდა - ყურადღებას ამახვილებს ფრენჩაიზინგის მქონე თითოეული ბროკერისა და აგენტის მაქსიმალურ მხარდაჭერაზე. ისარგებლეთ უძრავი ქონების მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი უდიდესი მონაწილის მომსახურებით.
კორპორატიული სიმბოლო (The Corporate Visual)
„საჰაერო ბურთი“ - ამგვარად პასუხობს ბროკერებისა და აგენტების დიდი უმრავლესობა კითხვას, თუ რასთან ასოცირება მათი პირველი კონტაქტი კომპანია RE/MAX-თან. „რა თქმა უნდა, ცნობადი სიმბოლო სხვაც ბევრია, მაგრამ საჰაერო ბურთი ყველგანაა. მომხმარებლებმა იციან, ვინ ხართ და მათთვის ამის ახსნა აღარ გჭირდებათ.“ საჰაერო ბურთი მშვენივრად შეესაბამება RE/MAX-ის წარმოდგენებს განახლებასა და ლიდერობაზე, გამოხატავს თქვენს თავისუფლებას პირად საქმესა და ბიზნესში, მაშინაც კი, როდესაც საქმიანობას გლობალური ბრენდის ეგიდით წარმართავთ.
მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX (Nobody Sells More Real Estate than RE/MAX)
ჩვენ ამას სიამაყით ვამტკიცებთ. მეტიც - ხსენებული სლოგანი მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი ბროკერებისა და აგენტების სარეკლამო არსენალიდან. RE/MAX-ს დარეგისტრირებული აქვს მრავალი სლოგანი, რაც ემსახურება კორპორატიული იდენტურობის გაძლიერებას კლიენტებისა და პარტნიორების თვალში.
მხარდაჭერა პერსონალურ წინსვლაში (Personal Promotion)
პერსონალური წინსვლის ხელშეწყობა ერთ-ერთი იმ თავისუფლებათაგანია, რომელსაც RE/MAX-თან ურთიერთობისას იგრძნობთ. მომხმარებლისათვის საკუთარი თავის მიწოდება ყველანაირად წახალისდება და კომპანია არანაირად არ ზღუდავს პიროვნების მარკეტინგული ხერხების არჩევანს. სამეწარმეო სულისკვეთებით გამსჭვალული და RE/MAX-ის კორპორატიული იდენტურობის სახელმძღვანელო პრინციპებით მოქმედი ბროკერები და აგენტები თავისუფლად აწარმოებენ საკუთარ სარეკლამო კამპანიებს.
მომხმარებლის იდენტიფიკაცია (Customer Identification)
ვინ უნდა იცნობდეს საკუთარი რეგიონის კლიენტურის მოთხოვნებს უკეთ, ვიდრე ამავე რეგიონში მოქმედი ბროკერი და აგენტი? RE/MAX საშუალებას გაძლევთ, თვითონ აირჩიოთ სარკლამო კამპანიის ნაირსახეობა და მედიასაშუალებები. თქვენი გამარჯვება - ჩვენი გამარჯვებაა, რადგან მომხმარებლის მიერ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმის დანახვა RE/MAX-ის კარგი მუშაობის დანახვას ნიშნავს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ნდობის ფაქტორის ზრდას გარიგებების განხორციელებისას.