უმთავრესი მიზეზები
RE/MAX უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი ყველაზე პროდუქტიული ჯგუფია. >მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX. ბიზნესის წარმართვა ბევრად ადვილია, როცა ზურგს გიმაგრებთ შესანიშნავი ტრეინინგი, მუშაობის ეფექტური მექანიზმები და უძრავი ქონების სამყაროში ყველაზე მძლავრი ბრენდი. რატომ უნდა ეძიოთ სხვა კარიერა, როცა საუკეთესოს არჩევა შეგიძლიათ?
იხილეთ RE/MAX-ის უპირატესობები:
აგენტებზე ორიენტირებული მიდგომა;
მაღალი საკომისიო - გამოიმუშავეთ მეტი თქვენი შრომით;
ყველაზე ცნობადი ბრენდი უძრავი ქონების ბიზნესში;
ინტენსიური მომსახურება, სწავლება და ტექნოლოგიური განვითარება;
პროდუქტიული ძალისხმევის წამახალისებელი გარემო;
მხარდაჭერის ძლიერი სისტემა;
საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება დამატებითი დანახარჯების გარეშე;
უმაღლესი ხარისხის მომსახურება;
თქვენი ბიზნესის პირადი კონტროლი.
ეს მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელია, რაც RE/MAX-ის აგენტებს სხვებისაგან განასხვავებს.
გავაერთიანოთ ძალისხმევა: RE/MAX გთავაზობთ ტრეინინგს, საჭირო უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას, რათა გაყიდვების გაზრდა შეძლოთ. კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ მყოფიც კი, საკუთარ საქმიანობაში თავს დამოუკიდებლად იგრძნობთ. RE/MAX-ის მოდელის მოქნილობა საუკეთესო ფაქტორია, რომელიც თქვენი პოტენციალის საუკეთესო გამოვლენაში დაგეხმარებათ.
ისწავლეთ მეტი და მეტის გამომუშავებას შეძლებთ: RE/MAX-ის უნივერსიტეტის საშუალებით თქვენი კვალიფიკაციის გაზრდაზე ზრუნავენ დარგის საუკეთესო ექსპერტები, რომლებიც უძრავი ქონების ბიზნესის თითქმის ყველა ასპექტს მოიცავენ. 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია 1,100-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი, რომლის ნახვაც მობილური ტელეფონის ან კომპიუტერის საშუალებით ნებისმიერ სასურველ დროს შეგიძლიათ. RE/MAX-ის უნივერსიტეტის სწავლების შედეგები დადებითად აისახება თქვენს მოტივაციაზე, განათლებასა და ინფორმირებულობაზე.
აიმაღლეთ კვალიფიკაცია და დაამყარეთ ურთიერთობები საერთაშორისო მასშტაბით: მსოფლიოს კარი იღება თქვენთვის, როცა ესწრებით RE/MAX-ის შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ სხვა ქვეყნებში. ამგვარი თავყრილობები სწავლის, აზრთა გაზიარების, გასაყიდი ქონების რეკლამირების, თქვენი ცნობადობის გაზრდისა და გლობალურ პარტნიორებთან ურთიერთობის მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.
გააფართოვეთ კლიენტების ბაზა: თქვენი ადგილსამყოფელის მიუხედავად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მომხმარებელი გიპოვნით remax.com-ის, remax-georgia.ge-სა და global.remax.com-ის საშუალებით. ეს უძრავი ქონების მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ვებ-გვერდებია, რომლებსაც ყოველთვიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
თქვენს სამსახურშია ტექნიკური მხარდაჭერა: კომპანია RE/MAX ერთ-ერთი ფლაგმანია უახლესი ტექნოლოგიებისა და სისტემური უზრუნველყოფის შემუშავების კუთხით. ეს ყველაფერი თქვენი ბიზნესის გაძლიერებასა და შემოსავლის ზრდას ემსახურება.
გაზარდეთ ბიზნესი გლობალური მასშტაბით: RE/MAX-ის სახით თქვენ უერთდებით უზარმაზარ სავაჭრო მექანიზმს, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანასა და 90,000-ზე მეტ აგენტს აერთიანებს. თქვენ გელით საერთაშორისო აგენტებს შორის არსებული კავშირების ყველაზე ეფექტური ქსელი, რომელსაც უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ბრენდებიდან ერთ-ერთი უძლიერესი - კომპანია RE/MAX ამუშავებს.