ყველაფერი 1973 წელს დაიწყო, როდესაც უძრავი ქონების აგენტებმა დეივ და გეილ ლინიჯერებმა აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში კომპანია RE/MAX დააარსეს. მოგვიანებით, 1995 წელს უოლტერ ჯ. შნეიდერმა და ფრენკ ჯ. პოლზლერმა საჰაერო ბურთი ოკეანის აქეთ გადმოაფრინეს და RE/MAX-მა ევროპაში შემოაბიჯა. დღეისათვის RE/MAX-ის გლობალური ორგანიზაცია 90,000-ზე მეტ აგენტს ითვლის. სწორედ ამგვარი ამგვარმა „მოგზაურობამ“ და მრავალეროვნებამ განაპირობა RE/MAXის ჩამოყალიბება „უძრავი ქონების ლიდერ“ კომპანიად.
1973
დაარსდა RE/MAX. აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქ. დენვერში მცხოვრებმა უძრავი ქონების აგენტებმა გეილ და დეივ ლინიჯერებმა უძრავი ქონებით ვაჭრობის ახალი კონცეფციის განვითარება გადაწყვიტეს. შექმნილ კომპანიას მათ RE/MAX უწოდეს, რაც იშიფრება, როგორც "Real Estate Maximums" („უძრავი ქონების მაქსიმუმი“), ანუ სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობდა უძრავი ქონების ნიჭიერ გამყიდველებს ბიზნეს-პოტენციალის გაძლიერებაში.
1978
დაარსებიდან მე-5 წელს RE/MAX-მა მიიღო ახალი ლოგოტიპი, საჰაერო ბურთი. ამ დროისათვის კომპანია აშშ-სა და კანადაში უკვე 122 ოფისსა და 1,180 აგენტს აერთიანებს.
1986
RE RE/MAX-ის ოფისების რიცხვმა 1,000-ს მიაღწია, აგენტების რაოდენობამ კი 10,000-ს.
1995
RE/MAX საერთაშორისო მასშტაბით იზრდება, შედის ევროპასა და სამხრეთ აფრიკაში. აგენტების რიცხვი 40,000-ს აღწევს.
2004
RE/MAX-ის აგენტების რიცხვი 100,000-ს აჭარბებს.
გამოიცა წიგნი „იმარჯვებს ყველა: RE/MAX-ის ისტორია და გაკვეთილები“.
2008
RE/MAX უკვე 75-ზე მეტ ქვეყანაშია.
2009
RE/MAX-ს გააჩნია დამოუკიდებლად მოქმედი 7,000-ზე მეტი ოფისი, 90,000-ზე მეტი აგენტი 85 ქვეყანაში.
2012
RE/MAX-ის ცნობილი ლურჯ-თეთრ-წითელი საჰაერო ბურთი უკვე 85-ზე მეტ ქვეყანაშია. კომპანიას უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე განვრცობილი ქსელი აქვს.