ინვესტირება RE/MAX-ის ფრენჩაიზინგში

წარმატებული ბროკერი ბრძანდებით? გნებავთ, საკუთარი ბიზნესი გქონდეთ? წარმატებული აგენტი ხართ და საკუთარი კომპანიის ამოქმედება გადაწყვიტეთ? თუ ამ კითხვებს დადებითად პასუხობთ, RE/MAX-ის უძრავი ქონების ფრენჩაიზინგში ინვესტირება საუკეთესო აზრია.


RE/MAX-ის უძრავი ქონების ფრენჩაიზინგში ინვესტირების 10 უმთავრესი მიზეზი
  1. RE/MAX-ის ძლიერი ბრენდი: როგორც კი შემოგვიერთდებით, თქვენი სახელი ყველას ეცოდინება. გახდით მსოფლიოს უძრავი ქონების #1 კომპანიის ნაწილი და თქვენ განკარგულებაში იქნება მსოფლიოს უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ქსელის შესაძლებლობები.

  2. მსოფლიოში არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას, ვიდრე RE/MAX. RE/MAX-ის მოდელი ემსახურება ყველაზე ნაყოფიერ, ბრწყინვალე პროფესიონალებს. აქ უძლიერესი უძლიერესის გვერდით მუშაობს, რაც ხელს უწყობს ენერგიული, პროდუქტიული გარემოს დამკვიდრებას.

  3. უახლესი ტექნოლოგიები: RE/MAX იყენებს ტექნიკის უკანასკნელ მიღწევებს, რომლებიც განკუთვნილია თქვენი ბიზნესის პრაქტიკულად ყველა მხარის ვირტუალიზაციისაკენ. ქვემოთ ჩამოთვლილია ფრენჩაიზინგის მფლობელებისათვის შემუშავებული რამდენიმე ტექნოლოგიური ვებ-აპლიკაცია:

    • RE/MAX Mainstreet®

    • RE/MAX-ის უნივერსიტეტი

    • RE/MAX-ის კავშირების სისტემა

    • global.remax.com

    • remax.com

    • iConnect

  4. ქსელი და კავშირურთიერთობები: RE/MAX-ში გაერთიანებული კომპანიების განკარგულებაშია კავშირურთიერთობათა ქსელი, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანას და 90,000-ზე მეტ აგენტს მოიცავს. ათასობით აგენტი და ბროკერი იყრის თავს RE/MAX-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და მსოფლიოს მრავალ კუთხეში გამართულ სხვა ღონისძიებებზე. ამგვარი თავყრილობები RE/MAX-ის ბროკერების სწალებას, მოტივირებასა და გლობალურ ქსელში ჩართულობის გაუმჯობესებას ემსახურება.

  5. სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება მოთხოვნით: RE/MAX-ის უნივერსიტეტის საშუალებით თქვენი ოფისისა და აგენტებისათვის მიიღებთ საგანმანათლებლო პროგრამების ფართო ასორტიმენტს, რაც გაზრდის თქვენი, როგორც დამქირავებლის შესაძლებლობებს. თქვენ 24-საათიან განკარგულებაშია 1,100-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი. თქვენივე მოთხოვნით შეიძლება, შემუშავდეს სპეციალური კურსებიც.

  6. რეკლამირების მძლავრი მექანიზმი: ფართო სარეკლამო კომპანიებისა და აქციების საშუალებით კომპანია RE/MAX ასაჯაროვებს თავის სტრუქტურაში გაერთიანებულ ყველაზე წარმატებულ სახელებს.

  7. თანამშრომლების შერჩევა და ფრენჩაიზინგის მხარდაჭერა: პირველივე დღიდან ბროკერები ისარგებლებენ აგენტების რეკრუტირებისა და შენარჩუნების მრავალი საშუალებით. თუ ბიზნესის განვითარებაში ხელშეწყობა დაგჭირდებათ, ყოველთვის შეგეძლებათ RE/MAX-ის ფრენჩაიზინგის ასისტენტთან ტელეფონით ან ელ-ფოსტით დაკავშირება. თქვენ, ფაქტიურად, RE/MAX-ის მომსახურებით სარგებლობთ და ჩვენი წინსვლა პირდაპირაა დამოკიდებული თქვენს წამატებაზე, ამიტომ ყოველთვის თქვენ გვერდით გვიგულეთ!

  8. კლიენტების ბაზის გაფართოვება: RE/MAX-ის ქსელში ყოფნისას, რეგულარულად იღებთ ინფორმაციას ახალი კლიენტებისა და გასაყიდი ქონების შესახებ. ახლახანს კომპანია RE/MAX-მა გადალახა ამგვარი ინფორმაციული ერთეულების გაცვლა-გამოცვლის 10-მილიონიანი ზღვარი, რაც Leadstreet®-ის საშუალებით განხორციელდა.

  9. ბიზნესის მრავალფეროვნება: RE/MAX თქვენი ბიზნესის გამრავალფეროვნებას გთავაზობთ. კომპანიის მიერ ჩატარებული ტრეინინგები საშუალებას მოგცემთ, თავი გამოსცადოთ ბაზრის ახალ ნიშებში, როგორიცაა „RE/MAX-ის კოლექცია“ უმაღლესი დონის სახლების შერჩევისას და RE/MAX Commercial კომერციული ფართების მოძიებისას.

  10. თქვენ ეს შეგიძლიათ!!! დროა, შემოგვიერთდეთ და გახდეთ უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელის შემადგენელი ნაწილი. ისარგებლეთ ზრდის არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. აირჩიეთ კარიერული წინსვლის საუკეთესო შანსი! მიაღწიეთ თქვენს პროფესიულ და პირად მიზნებს RE/MAX-ითან ერთად.