RE/MAX-ის ბროკერები საქმიანობას დამოუკიდებლად წარმართავენ, მაგრამ თქვენ ყოველთვის იგრძნობთ ჩვენს თანადგომას როგორც ყოველდღიური მუშაობის, ასევე გრძელვადიანი მიზნების დასახვის დროს. თქვენ უკან მუდამ დგას RE/MAX-ის მძლავრი ქსელი, რომელიც მზადაა დაგეხმაროთ კვალიფიკაციის ამაღლებაში, მარკეტინგში, კავშირების დამყარებაში, ტექნოლოგიების განვითარებასა და ადმინისტრირებაში. ზემოაღნიშნული გაძლევთ საკუთარი თავის სრულად გამოვლენის საშუალებას.
ფრენჩაიზინგის პროექტის განვითარებისას RE/MAX-ის ბროკერი სარგებლობს ჩვენი ბიზნეს-მოდელის მრავალი უპირატესობით. გაყიდვების სემინარები, აგენტების სწავლება და RE/MAX-ის უნიკალური შესაძლებლობების სისტემა თქვენს მძლავრ იარაღად იქცევა კონკურენტებთან ბრძოლაში.
სლოგანი „იმარჯვებს ყველა“ RE/MAX-ის ფილოსოფიის ქვაკუთხედია. უძრავი ქონების ბიზნესში თქვენი პირველი წარმატებული ნაბიჯი სწორედ RE/MAX-ის ქსელში ჩართვა გახდება. უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობის თითქმის 40-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია RE/MAX გაყიდვების გლობალური ლიდერია - არავინ ყიდის მეტ უძრავ ქონებას მსოფლიოში, ვიდრე RE/MAX.
კომპანიის გარემო და ბიზნეს-კულტურა საუკეთესო ნიადაგია იმისათვის, რომ განხორციელდეს RE/MAX-ის კონცეფცია „ჩვენ გეხმარებით თქვენი სარგებლობისათვის წარმართულ საქმიანობაში.“ ეს გულისხმობს, რომ ყველა მონაწილეს საკუთარი საქმე აქვს, რომელზე ფოკუსირებასაც წარმატებით უნდა ახდენდეს: რეგიონალური დირექტორები ეხმარებიან ბროკერებს აგენტების მოძიებაში, შენარჩუნებასა და მხარდაჭერაში, ბროკერები ურზუნველყოფენ აგენტების მოტივირებას და ეხმარებიან ამ უკანასკნელთ უძრავი ქონების ბაზარზე მათი ძალისხმევის ეფექტურად მიმართვაში.
სტრატეგია „იმარჯვებს ყველა“ მჭიდროდ კრავს მოსარგებლეთა წრეს და ქმნის მუდმივი განვითარების წინაპირობას. ესაა სისტემა, სადაც ყველა წარმატებულია თავის საქმეში და ამავე დროს, დარწმუნებულია პატნიორის მიერ წარმართული საქმიანობის საიმედოობაში: რეგიონალური დირექტორები უზრუნველყოფენ მარკეტინგულ ზრდას, ბროკერები ხელმძღვანელობენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ჯგუფებს, ხოლო აგენტები მაღალპროფესიულ მომსახურებას სთავაზობენ კლიენტურას, რაც, ამ უკანასკნელთა მხრიდან, ნდობის ფაქტორის ზრდას განაპირობებს.
ბროკერები კომპანიის გლობალური ზრდის ხერხემალს წარმოადგენენ. რეგიონალური მეწილეები და დირექტორები ეხმარებიან მათ აგენტების მოტივირებასა და მხარდაჭერაში. ბროკერები უზრუნველყოფენ ბიზნეს-დაგეგმარებას და ამით ხელს უწყობენ აგენტებს კლიენტების უკეთ მომსახურებაში.
RE/MAX-ის სტანდარტების თანამიმდევრული, დროული და ხარისხიანი დანერგვისათვის კომპანიამ დააარსა RE/MAX-ის უნივერსიტეტი, რომელიც სწორედ აგენტების მიმდინარე ტრეინინგითა და სწავლებით არის დაკავებული.
RE/MAX-ის თანამშრომლობის მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ჩვენ მიღწეულს არ ვჯერდებით. RE/MAX-ის ბროკერები და აგენტები სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებენ უძრავი ქონების ბაზარზე - სხვა რომ არაფერი, ამას მათი მომზადების დონე განაპირობებს. კლიენტები უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ირჩევენ, სწორედ ამიტომ კომპანია RE/MAX კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას ხარისხში და კლიენტურის ბაზის გაფართოვებას სწორედ ამ გზით შეეცდება.