რე/მაქსის წარმატების რეცეპტია კომპანიის ფოკუსირება ადამიანებზე - მომხმარებელზე, გაყიდვების აგენტებზე, ბროკერ/ მფლობელებზე. გაყიდვების აგენტების და ბროკერ/მფლობელების საუკეთესო ინსტრუმენტებით აღჭურვით, მათი ღირებული მხარდაჭერით და სწავლების შესაძლებლობებით რე/მაქსი უზრუნველყოფს საკუთარი მომხმარებლისთვის უძრავი ქონების მომსახურეობების მაღალ სტანდარტს და მის თანამიმდევრულ მიწოდებას. უფრო მეტიც, მომხმარებლებიც და აგენტებიც სარგებელს ნახულობენ საუკეთესო საერთაშორისო ქსელში ოფისების თანამშრომლობით, რაც უმარტივებს მათ, უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის პროცესს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
ყველაფერი დაიწყო 1973წელს, დამფუძნებლების მიერ დეივ და გეილ ლინეგერები, ახალი კონცეფციის „უძრავი ქონების მაქსიმუმი“ დანერგვით, რამაც რევოლუცია მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე. იდეა მარტივი იყო: უძრავი ქონების საუკეთესო გაყიდვების აგენტების მოზიდვა და მათთვის კონკურენტუნარიანი უპირატესობების შეთავაზება რე/მაქსის ბრენდის ქოლგის ქვეშ . თანამშრომლებისთვის საკომისიოების გაუმჯობესებული გეგმა, სწავლების უნიკალური სისტემა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა რე/მაქსისთვის ძლიერი ბიძგი იყო წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მას შემდეგ ეს იდეა ყველაზე წარმატებულად იქნა აღიარებული, რამაც საშუალება მოგვცა უძრავი ქონების პროფესიონალების ფართო საერთაშორისო ქსელის განვითარების.
1995წ.-ს ვალტერ შნეიდერმა და ფრანკ პოლზლერმა რე/მაქსის საჰაერო ბურთის ნავიგაცია ევროპისკენ მომართეს და დააარსეს ევროპული შტაბ ბინა ზაგსა, შვეიცარია და ვენაში, ავსტრია. ისინი წარმოადგენდნენ ძირითად მამოძრავებელ ძალას რე/მაქსის ზურგში, 1980 წელს კანადის ბაზრის ექსპანსიისას და 15 წლის შემდეგ, უკვე ევროპაში.
სურათზე: Frank J. Polzler, Michael Polzler, Walter Schneider
დღეს მათი საოჯახო ბიზნესი შეადგენს რე/მაქსის 30%-ს მსოფლიოში. უძრავი ქონების პიონერების ამ ოჯახში დაბადებული მაიკლ პოლზლერი რე/მაქს ევროპის მმართველი დირექტორის პოზიციას იკავებს. ნაცადი და გამოცდილი სისტემის გატარებით, სამეწარმეო ხედვისა და სულისკვეთების დანერგვით, რე/მაქსის ქსელი ევროპაში მზარდია და აერთიანებს 14000 გაყიდვების აგენტს 32 ქვეყანაში.
მაიკლ პოლზლერის ქარიზმატული ლიდერშიპმა და ხედვამ - შეეცვალა უძრავი ქონების გაყიდვების მიდგომები ევროპაში, საფუძველი ჩაუყარა ქსელის განვითარებას და მის უწყვეტ ზრდას . რე/მაქსი ადვოკატირებას უწევს ინდუსტრიის პროფესიონალიზაციას, აგენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებისა და ინოვაციების დანერგვის გზით.
Looking to sell?
Looking to buy?
Agent & Office Search